Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო სასემინარო კვირეული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო სასემინარო კვირეული, რომელიც დაფუძნებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტურ კვლევით პროექტზე „ყოფილი ემიგრანტების რეადაპტაციური გამოცდილებებისა და მასთან დაკავშირებული კანონზომიერებების კვლევა მშობლიურ საზოგადოებაში დაბრუნების შემდგომ პერიოდში“ (FR-22-15319). სემინარს ორგანიზებას უწევდა პროექტის ხელმძღვანელი, თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ლადო გამსახურდია.

 

სემინარის ასევე ხელმძღვანელობდნენ და კონსულტირებას უწევდნენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი მეცნიერები:

  • იან ვალსინერი – კლარკის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი
  • ჯუზეპინა მარსიკო – სალერნოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

სასემინარო კვირეულის ფარგლებში მოხსენებები წარადგინეს პროექტთან დაკავშირებული სადოქტორო პროგრამის „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები“ მონაწილეებმა, ასევე დოქტორანტებმა, მკვლევრებმა და ასოცირებულმა პროფესორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

კვირეულის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ლექცია და დისკუსია უცხოელი პროფესორების მონაწილეობით, რამაც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს მნიშვნელოვანი კვლევითი გამოცდილების მიღებისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობა მისცა.

თარიღი: 30/09/2025